საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი 5.7-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და მდინარე ჯონოულაზე ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სახიდე გადასასვლელი, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ნამარნევის (ნავანები) უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევებთან მისასვლელი 400 მეტრიანი საფეხმავლო გზა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნით, ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი გზის პროექტის ფარგლებში, დაიწყო მდინარე ჯონოულაზე დაზიანებული 21-მეტრიანი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციამდე ჩქუმი-ქულბაქის გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა და გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივები და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობენ.

Previous articleზუგდიდში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა
Next articleსაქართველოში ნატო-ს სტანდარტის შაშხანა GI-4-ის წარმოება იწყება