გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გაიხსნა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, ხოლო ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები ტურისტულად აქტიური გახდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს.
მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი 2018 წლის გაზაფხულიდან პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროცესში შენობების სარდაფების გაწმენდის დროს აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი – ძველი ნაგებობები, სათავსოები და ჭურჭელი შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 100 მლნ ლარს შეადგენს.