სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების ორი ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.
სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.