ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
750-მე მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორიაც. შენობაში დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.