თბილისში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – პენსიონერებისთვის, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება.
დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით მოხდება და წელიწადში მისი ღირებულება 500 ლარი იქნება. პენსიონერს საშუალება ექნება, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) თბილისის მერიის სპეციალური, 500-ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შეიძინოს.
ამ პროგრამით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 40 000-მდე პენსიონერი. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება.