Home Blog გვერდი 143

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-დან 800 ლარამდე სახელფასო დანამატები დაუწესდათ

0

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.

დანამატები განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით:

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით;

2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების ( ანოფთალმი/სიბრმავე ) მქონე პირებს  განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით;

3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით;

4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით;

ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას.

მარნეულში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

0

მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ.

სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება, აღნიშნულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, მცხეთის, გორის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა დასახლებებში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხონსა და სენაკში. 2020 წელს, ასევე დაგეგმილია 10 სათემო პროექტის განხორციელება და 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება.

დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ცენტრები აშენდება. 260-მდე ახალგაზრდა დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებზე 136 გრანტი გაიცემა.

გარდაბნის თბოსადგური 2 გაიხსნა

0

პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. „ნულიდან გაშვების ფუნქციით“, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

გარდაბნის თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით.

მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა.

თბოელექტროსადგური გარემოს დაცვით მნიშვნელოვან ეფექტსაც უზრუნველყოფს – მისი ოპერირებისას დაახლოებით 250 ათასი ტონით შემცირდება მავნე ემისიები, გარდაბნის „ძველ“ ბლოკებზე იმავე რაოდენობის ენერგიის წარმოების შემთხვევასთან შედარებით.

რუსთავში ლითონის საწარმო გაიხსნება

0

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე (სამრეწველო ზონა) ლითონის საწარმო გაიხსნება, რისთვისაც 2 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

საწარმო წლიურად 6 000 ტონა ლითონის ნაწარმის გადამუშავებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს. ასევე დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

ზუგდიდში დევნილებისთვის 8 ახალი კორპუსი შენდება

ზუგდიდში დევნილებისთვის 8 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სულ 960 ბინა შენდება. აქედან 360 ბინის მშენებლობა იანვარ-თებერვალში დასრულდება, 600 ბინის მშენებლობა კი- ზუსტად 1 წელში.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა 867 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი, სახლი მიწის ნაკვეთით 602 დევნილ ოჯახს გადაეცა.

აბაშის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენის ახალი ქსელით შეცვლას.

პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

შორაპანი – არგვეთას ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

0

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

პროექტის ფარგლებში შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 14.7 კილომეტრიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კმ-ით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 სთ-ის ნაცვლად 4-4.5 სთ-ი დასჭირდება.

თავდაცვის სამინისტროს ყაზარმების და სასადილოების გარემონტება დაიწყო

0

თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება.
სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ასევე დაწყებულია სპორტული მოედნების მოწყობა. მიმდინარე წლის ბოლომდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება 200 ყაზარმა და 50 სასადილო. 2020 წლის ბოლომდე სამხედრო ბაზების და ნაწილების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი იწყება

მეხუთე საუკუნის სოფელი, რომელიც ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა, მალე ძველ, არქიტექტურულ სახეს დაიბრუნებს.

პროექტის ფარგლებში, ფუნქციას დაიბრუნებს თეატრი, სადაც პირველი სპექტაკლი საუკუნის წინ დაიდგა, განახლდება 55-მდე საცხოვრებელი სახლის გარე ფასადი, მთავარი ქუჩა და მიწისქვეშა გვირაბები, გაიხსნება საოჯახო სასტუმროები და კაფე-ბარები.

ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, კაკაბეთი-ჭერემი-ველისციხის გზის გაყვანა იგულისხმება, რაც ველისციხეს რეგიონულ და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მშენებლობა-რეაბილიტაციას ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრს, ავტოსადგომს, საკომუნიკაციო სისტემებს და საპირფარეშოებს.