Home Blog გვერდი 140

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

0

პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უჩაკოვის ქუჩის მონაკვეთი.

 

საბურთალოს კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

0

თბილისში, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა.

აღნიშნული ტერიტორია გასხვისებული იყო და ინვესტორი ადგილზე კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.

თბილისის მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია დაიბრუნა და მასზე სპორტული კომპლექსის აშენების მიზნით აუქციონს აცხადებს.

კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს

0

დაზარალებულების საკითხზე კი პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში სამშენებლო ნებართვების გაცემა შესაძლებელი იქნება.

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოება გაგრძელდება.

კომპანია m2 „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მშენებლობა იწყება

პროექტი ითვალისწინებს ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას.

შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

0

ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.

ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

0
Georgia flag is depicted on a sports cloth fabric with many folds. Sport team waving banner

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა მოაწერეს. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბალტიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და იური ლუიკს ესტონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მაღალმთიან სოფლებში 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟდა

პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდ რეგიონში, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.
მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩასართავად.

პროექტის განხორციელებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევდა.

მდინარე ქსანზე ახალი ხიდი შენდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ქანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.

პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის ექვს მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. უწყება განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.

ამასთან, დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია.

2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება

0

„გამოდიან თანამშრომლები, სახლში ცოცხალი  და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის.  სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს.  ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი ლარი“
„ასევე, არის დანამატისა და პრემიების თემები. ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი დანამატი ან პრემია გასცა. დიახ, გავეცით. ჯერ ერთი, ის, რომ დიდი დანაყოფი ვართ. არ შეიძლება, 1 000-შტატიანმა სამსახურმა და 40 000 – შტატიანმა ერთნაირი რაოდენობის თანხა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა. რა თქმა უნდა, ვაძლევთ და მე ვფიქრობ, ძალიან დაბალი ხელფასებია, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან.  მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები,  თუ მეტი მექნება – მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს. მართლა დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ კარგად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში.  გვაკრიტიკებენ – პრემია-დანამატებს რატომ აძლევო. დიახ, ვაძლევ და მივცემ კიდეც. რაც მეტი მექნება – უფრო მეტს მივცემ და დავეხმარები. იმსახურებენ ეს ადამიანები უფრო მეტს. რისიც საშუალებაც გვაქვს, იქედან გამომდინარე ვაკეთებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ცაგერში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

მულტიფუნქციურ კომპლექსში განთავსებულია საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

2019 წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ ობიექტს.
ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მოეწყო 11 კომპლექტი სპორტული ტრენაჟორი.