ბათუმის N23 საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. ამასთან, შენობა სრულად არის ადაპტირებული. პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარის შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აჭარაში ხორციელდება 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელთაგან 10 მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები.