სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 3,5-კილომეტრიანი გზის დაგება, სამი სახიდე გადასასვლელის, დაერთებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მოსახლეობისთვის ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.

ქიზიყის ქუჩაზე არსებული გზა დაზიანებული იყო და ქალაქის მოსახლეობას მასზე გადაადგილება ძალიან უჭირდა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ქალაქ წნორის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება.

Previous articleთბილისის მერიამ ISUZU-ს მარკის 180 8-მეტრიანი ავტობუსი და Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი შეიძინა
Next articleბათუმში ახალი სკოლა აშენდა