სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ადიგენში ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება თამარ მეფის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადებს. გარდა ამისა, ქუჩაზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედლებს, შეიცვლება ტროტუარები და მოაჯირები, მოეწყობა სკოლის მიმართულებით ასასვლელი კიბეები.