კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემოჭალაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ატარებს.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური გათბობის მოწყობა, გარე და შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია, ეზოს მოწყობა. პროექტის ღირებულება 200 000 ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები და აღმზრდელები გაუმჯობესებულ პირობებში გააგრძელებენ საქმიანობას.