ქალაქ ახალციხეში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. ქალაქის სხვადასხვა უბანში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და საბავშვო ბაღების ეზოებში კატალპის, ცაცხვის, ნეკერჩხლისებრთა ოჯახიდან დიადი ბოყვის და კედრის 705 ძირი ხე-მცენარე ირგვება.
ნერგები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ “ახალციხის სერვის ჯგუფის“, „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ და „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირების“ ერთობლივი ორგანიზებით იქნა შეძენილი.
რეკრეაციულ ზონებში და გზისპირებზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.