კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

სოფელ იდლეთის გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით მალე შეძლებს სარგებლობას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 750-მეტრიანი გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

Previous articleშსს-ში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
Next articleფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს