საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ იძულებით გადაადგილებულ 420 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.

პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს აღწევს.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები.
საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოში 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იძულებით გადაადგილებული 140 ოჯახისთვის 2020 წელს უკვე დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

Previous articleსაოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
Next articleდმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ფილიალი გაიხსნა