„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.
ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 30 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება.