შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მდინარე მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა ხორციელდება.
ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე მდებარეობს და მისი სიგრძე 119 მეტრი იქნება.
არსებული ხიდი დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა.
ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი სრულად მოაგვარებს უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.