დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ დროისთვის შენობის როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრზე აწარმოებს აქტიურად სამუშაოებს. დაწესებულება 1962 წელს შევიდა ექსპლუატაციაში სწორედ ამიტომ, სიძველიდან გამომდინარე შენობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სოფელ პირმისანთკარის საჯარო სკოლას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია, ათეული წლების განმავლობაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამორტიზებულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა.