საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 671 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 3,51 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,41 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის კი – 3,79 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251 748 გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 341 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 277 პირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here