ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების მოწყობისა და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2 740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედანი.

მიმდინარეობს გასახდელების, სველი წერტილების, სწრაფი კვების სივრცეებისა და სხვა სამეურნეო სათავსოების მშენებლობა. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5,3 მლნ ლარია.

უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ფოთი იქნება.

 

Previous articleნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინები გადაეცა
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს