ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტების ღირებულება, ჯამში, 905 000 ლარს შეადგენს. სოფელ გურიანთაში და სოფელ ჯუმათში სამუშაოებს შპს „ფემინი კონტრაქშენ გრუპ“და შპს „პალადა“ აწარმოებს.

Previous articleადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტრული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინები გადაეცა