ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტრული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულდა სოფელ უდეს საუბნო (საბავშვო ბაღამდე მისასვლელი) გზის მიმართულებით ბეტონის გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 160 გრძ/მ ბეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით.
ასევე, დასრულდა სოფელ შოლავერში ეკლესიისა და რიტუალების სახლის მიმართულებით ბეტონის გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 250 გრძ/მ ბეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით.