საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედსანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.
სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.