წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით უწყების დანაყოფებისთვის 70-მდე ახალი შენობა აშენდა.