საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გაიხსნა.
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთას“ თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.
შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.
მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.