ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
რეაბილიტირებული მონაკვეთი ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,4 მილიონი ლარით დაფინანსდა.