მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი.
საბავშვო ბაღები შენდება, ასევე, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.