საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოვლინდა სამი ახალი შემთხვევა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here