საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოვლინდა რვა ახალი შემთხვევა. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here