საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here