ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამასთან, 7 880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე 1 600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად დაირგო, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნა 78 მეტრი სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე.

სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.

 

Previous articleბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის სასწავლო ცენტრი პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს
Next articleთბილისში სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გაიხსნა