ბორჯომის მუნიციპალიტეტს შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს ახალი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.
ორსართულიან შენობაში მოწყობილია 4 სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი, რომელიც უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით.
თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და საძინებელი ოთახები, სპორტული დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს შენობაში, სახანძრო-სამაშველო ძალების გარდა, ამავე სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც განთავსდა.