საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 791 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა და 926 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here