5-სართულიან შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 თანამშრომელი იმუშავებს, ტერიტორია გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე.

ეს არის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირველი შენობა საქართველოში, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე აქვს.

შენობა უზრუნველყოფილია მეხანძრე-მაშველების სამუშაო და მოსასვენებელი პირობებით. მოწყობილია სავარჯიშო სივრცე, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტები.

შენობაში განთავსებულია საოპერატორო ოთახი და ქოლცენტრი.

ეზოში განთავსებულია წყლის 40-ტონიანი ავზი და სავარჯიშო კედელი.

Previous articleახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next articleკურორტ წყალტუბოს აღორძინება იწყება