შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა.

დღეიდან, მოქალაქეები იარაღის რეგისტრაციასა და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ სერვისებს ახალ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. კერძოდ, აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე, დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელების დროს სრულად იცავს მთავრობის უწყებათშორისი კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

Previous articleჯანდაცვის სამინისტროს მიერ 3 თვეში შესყიდული სადიაგნოსტიკო ტესტების ღირებულება 1.2 მილიონ ლარზე მეტია
Next articleფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს