მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში  – 2 594 აბონენტი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.

Previous articleსაჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleკახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა