მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები – სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი, შიდა ქსელები და ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთელი, საიმერლო, ყიზილაჯლო, დიდი და პატარა ბეგლარი – საერთო ჯამში 30 ათასზე მეტი ბენეფიციარი სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 40 ათასამდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

Previous articleყვარელსა და გურჯაანში საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო
Next articleქალაქ ხობში რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა