საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. რულონური ბალახი დაიგო, სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. აგრეთვე, შადრევანი, LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საპარკე სკამები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.

სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 424 435 ლარი დაიხარჯა.

Previous articleმუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
Next articleგურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია