კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.

მუნიციპალიტეტების მერიის ფეისბუქის გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

„27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)

სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს: 574 17 96 23; 597 92 60 16″,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თელავის მერია ავრცელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here