რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს.

რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინში გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი ცენტრი დაყოვნების რეჟიმში მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here