ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს მეთოდებს, რა მეთოდებითაც უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება პისიარ მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს, გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ნიშნები რაც შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტესტირებების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვება 24 საათის განმავლობაში მისი შეფასება კორონავირუსიზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით, პაციენტის მართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს იმ ჯგუფებისთვის, რომელიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის მქონე და ამას მიეკუთვნება კონტაქტები, ამას სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები.

„ამ ალგორითმის მიხედვით უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება, როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ასევე ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს“,  – განაცხადა გაბუნიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here