თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის  განვლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას ორი კვირის განმავლობაში“ ,- მარინა ეზუგბაია.

შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here