პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელისა და ჭაბურღილის მოწყობა, სატუმბო სადგურის და რეზერვუარის რეაბილიტაცია.
სამშენებლო სამუშაოები სამი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად 2023-2024 წლებისათვის დასრულდება, მისი ჯამური ღირებულება 40 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტები სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც 30 000-მდე ბენეფიციარი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.