ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის ,,ბიობამბი’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა.
საწარმოში წარმოების პროცესი ეკომეგობრული, ბიოდამზოგველი კომპონენტებით წარიმართება.
საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია.
“სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.