პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ გურჯაანში, სადაც სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.
განახლდა ნონეშვილის ქუჩა. მიმდინარეობს ე.წ. „პაპას ბაღის“ და „ბებოს ბაღის“ რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, განახლდება 21 შენობა.
4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.