თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით, განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყო 160 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.
თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი გრძელდება
