საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებითა და ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, რომელიც კომპანია “კასს ლენდმა” განახორციელა, 120 000 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა.

Previous article630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდებათ
Next articleმართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა