სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ დაფინანსებით სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია გაშენდა
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მდებარე დაფნის პლანტაცია სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბ&ნ“ გარდა 82 ჰა-ზე დაფნის პლანტაციის გაშენებისა, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 1,200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა და მისი სახელმწიფო თანადაფინანსება 15,2 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, დაფნა 249 ჰექტარზე გაშენდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2.4 მლნ ლარს აჭარბებს.