კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შედეგად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.
სადგურიდან აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.