ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ თხინვალში 150 ბავშვი სწავლას განახლებულ სკოლაში გააგრძელებს
შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განახლდა წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგების და ვენტილაციის სისტემები
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
Previous article2021 წელს საქართველოდან 173 ტონა თაფლი გავიდა
Next articleვაზიანის სამხედრო ბაზაზე მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება