საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა ახალი რეკრეაცული სივრცეები, შადრევნები, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის“, მშენებლობა – რეაბილტაცია.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, ყველა ლოკაციაზე შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, ტერიტორია მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვა, გარე-განათებები და დაირგვება მცენარეები.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი პროექტების მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცენდენტო პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.